თეგი: ხალხის ძალა

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ISFED-ზე აშშ-ის საელჩოს განცხადება გააკრიტიკეს

„ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ, - ასე ეხმაურებიან „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ლიდერები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას. ამერიკის საელჩო: ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას მათი შეფასებით, „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. „უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ამერიკის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა. საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს ის „ისფედია“, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში. პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს, როდესაც „ისფედმა“ ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. „პივიტი“) გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ „პივიტი“ გაყალბებული იყო, რასაც მარტივი არითმეტიკით ამტკიცებდნენ. თუმცა, „ისფედს“ აღიარებისთვის თვენახევარი დასჭირდა. 11 დეკემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებს ვეღარსად გაექცა, ორგანიზაცია იძულებული გახდა, ცდომილება საზოგადოების წინაშე ეღიარებინა. ამასთან, „ისფედის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ცდომილების შესახებ ინფორმაცია საელჩოს სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა, როდესაც მისი მოდერაციით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარიმართებოდა. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ „პივიტისგან“ განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე „ისფედს“ დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა. სწორედ „პივიტის“ გაყალბება იქცა რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარ საბაბად არჩევნების გაყალბებულად გამოსაცხადებლად და პარლამენტის საბოტაჟის განსახორციელებლად, რასაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ და „საიასთან“ ერთად, პოლიტიკური კრიზისი პირველად სწორედ „ისფედმა“ უწოდა. როდესაც ასეთი მასშტაბის გაყალბების ავტორ ენჯეოს ამერიკის საელჩო ერთ-ერთ ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს, ცხადია, რაშიც არის საქმე. ბუნებრივია, ეჭვიც არ გვეპარება, რომ საელჩო „ისფედს“ სრულად ენდობა. ბოლოსდაბოლოს, მან ამ ორგანიზაციას „პივიტის“ გაყალბებაც კი ანდო. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედს“ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება აპატია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სამუშაო პროცესებში ჩართო. ამის მოტივი ჩვენთვის მაშინვე ცნობილი იყო და პარტიის მიდგომას ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ცხადი იყო, რომ გაყალბებული „პივიტის“ გამო პასუხის მოთხოვნით ხელისუფლება კონფლიქტში არა ერთ-ერთ ენჯეოსთან, არამედ საელჩოსთან შევიდოდა, რასაც „ქართული ოცნება“ გასაგებ მიზეზთა გამო მოერიდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ სიმართლის ხარჯზე კომპრომისი არასოდეს არის გამართლებული. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პოზიციის გამო საელჩოს მადლიერება გამოეხატა, დღეს ის „ისფედს“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს. პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან „ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც - მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. „ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და „ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ „ისფედის“ ხელმძღვანელი იდგა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მთავრობის გადადგომასა და ენჯეოების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდა და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა. როდესაც ამის შემდეგ საელჩო „ისფედს“ ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა „ისფედი“, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს მოვუწოდეთ, გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციისა და შესაბამისი ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. მიზეზი მარტივია - ამ მოთხოვნის ავტორი რეალურად საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალშიც გეგმავს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული „ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებებიც, სადაც ის ხელისუფლების ლიდერებზე ამბობს, თუ დასავლეთი უნდათ, მაშინ დასავლეთს რატომ აკრიტიკებენო. ქალბატონ ლორას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დასავლეთი მოგვწონს ფასეულობების გამო, რომლებიც, მათ შორის, სამართლიანობასა და გამოხატვის თავისუფლებასაც მოიცავს. როდესაც შენს ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან და შენ ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვს, ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ფასეულობებთან. ჩვენთვის დოგმა არის არა დასავლეთი, არამედ ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლური სამყარო ტრადიციულად განასახიერებდა. როდესაც საელჩოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ყველაფრის გამეორება უნდა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა - მართული ხელისუფლება, ომი, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და მრავალი სხვა - ასეთი „დასავლეთი“ ჩვენთვის უცხოა. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ თავისი შინაარსით ანტიდასავლურ რეჟიმს დაამყარებს და ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას მონასავით უსიტყვოდ შეასრულებს. გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა. ჯანსაღი ლიბერალური ფასეულობები და ადამიანის უფლებები ქართველებს არავისგან გვესწავლება. ამას გვასწავლიდნენ ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ვაჟა და ილია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებასაც კარგად გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენვე არ გეკუთვნის. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რადიკალიზმისა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობენ. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება სხვისი დავალებით საკუთარ ქვეყანას დამღუპველ ომში შეიყვანს. წნეხი ძლიერია, თუმცა, გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია”, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

ირაკლი კობახიძე: „ხალხის ძალას“ და ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს

ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა. „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და ე.წ. ოთხეულს უერთდება „არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ პარტნიორებთან და რაზეც ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ არის საჯაროდ საუბარი. მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანამ პრობლემები არ უნდა შეუქმნას გარკვეულ ურთიერთობებს. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაზეც ვერ შევჯერდით. ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით“, – განაცხადა კობახიძემ. მისივე განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ახლა 75 დეპუტატი ჰყავს. „რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ პარტნიორებთან და რაზეც ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ არის საჯაროდ საუბარი. მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანამ პრობლემები არ უნდა შეუქმნას გარკვეულ ურთიერთობებს. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაზეც ვერ შევჯერდით. ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით“, – განაცხადა კობახიძემ.

"ხალხის ძალამ" თავისი საქმიანობის "უმნიშვნელოვანესი მიმართულება" დაასახელა

ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. „გასული თვეების განმავლობაში, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ კითხვებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდა თუ არა ის მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და სხვა ქმედებებს, რომლებსაც საელჩოს კეთილგანწყობით თუ დაფინანსებით მოსარგებლე პოლიტიკოსები და ენჯეოები სრულიად ღიად და დაუფარავად ახორციელებდნენ. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებაში გაჩენილიყო რწმენა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოში ომის გაჩაღების მცდელობასთან საელჩოს კავშირი არ ჰქონდა. თუმცა, პასუხად მივიღეთ კითხვების იგნორირება და უხეში შეურაცხყოფა, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის სწორედ რომ საპირისპირო სიგნალის გაგზავნას ნიშნავს. თუმცა, დღეს ელჩის რეაქციის ამ ასპექტზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინება და მეორე მხრივ, იმ მოდელის მკაფიო ილუსტრაცია, რომლის დანერგვასაც ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ და რომელსაც ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან და თავისუფლების იდეასთან არავითარი საერთო არა აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ ლიბერალიზმი თავისუფლების იდეას ეფუძნება და მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა იყოს. „გარდა ამისა, ლიბერალიზმის იდეას თვისებრივად ეწინააღმდეგება ნებისმიერი მცდელობა, აგრესიული ტოტალური კამპანიით სცადო საზოგადოებისთვის ისეთი იდეების თავს მოხვევა, რომლებიც მისთვის თვისებრივად მიუღებელია. არსებობს ცნობილი „ოვერტონის მეთოდი“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, საზოგადოებისთვის თუნდაც რადიკალურად მიუღებელი იდეა ჯერ მის ყურს შეგიძლია შეაჩვიო, შემდეგ ასატანის, ხოლო მოგვიანებით – მისაღების კატეგორიაში შეგიძლია გადაიტანო, ბოლოს კი, ის არათუ მოსაწონ და პოპულარულ იდეად შეგიძლია აქციო, არამედ ნებისმიერი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, საღი აზრის მტრადაც კი შეგიძლია გამოაცხადო. სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ცდილობენ ე.წ. ლიბერალები მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში ისეთი იდეების აგრესიულად დანერგვას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა და სხვ. პრაიდის ჩატარება-არჩატარება, პრაქტიკულად, ქვეყნის ცივილიზებულობის მთავარ საზომად აქვთ გამოცხადებული. კონკრეტულ ქვეყნებში ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშეც კი აძლევენ სქესის შეცვლის შესაძლებლობას, შემოაქვთ ნეიტრალური სქესის ცნება, ხსნიან სპეციალურ საბავშვო ბაღებს ე.წ. ლგბტ ბავშვებისთვის და ა.შ. და ეს ყველაფერი ხდება პროგრესულობის სახელით, ყველა იმ ადამიანს კი, რომელიც ამ აგრესიულ კამპანიას უპირისპირდება, მყისიერად პროგრესის მტრისა და ჩამორჩენილის იარლიყს აწებებენ. ამგვარი მიდგომა საწინააღმდეგო აზრისა და ოპონენტის მიმართ, ზოგადად, ნებისმიერ რადიკალურ იდეოლოგიას ახასიათებს. ასე მოქმედებდნენ ბოლშევიკებიც, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში, საკმაოდ დიდი წარმატებით, თავს პროგრესულ კასტად, ხოლო ოპონენტებს რეგრესულად მოაზროვნე ადამიანებად ასაღებდნენ. საუკუნის წინ, მათ მოახერხეს და საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში გიგლა ბერბიჭაშვილი პროგრესულად მოაზროვნე, ხოლო ილია ჭავჭავაძე რეგრესულად მოაზროვნე ქართველად წარმოაჩინეს. ზოგადად, ნებისმიერი რადიკალური იდეოლოგია სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის ბნელის ელიტარულად წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. მსგავსი თავისებურებებით გამოირჩევა დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიაც, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იდეოლოგიური მიმდინარეობაა. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში პროპაგანდას უწევენ კომპლექსებით დამძიმებული რადიკალები, რომლებიც სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებით, საზოგადოების რაციონალური და ზომიერი სეგმენტის მიმართ საკუთარი ყალბი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ. როგორც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა. სწორედ ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან და ჭეშმარიტ განათლებასთან, დგას დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის ავანგარდში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების სრულად დაცლაა. ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგი და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ასევე, ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრება და მასში ჩარევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ სულისკვეთებით დავუჭირეთ, თავის დროზე, მხარი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. გარდა ამისა, ქართველებს შემწყნარებლობა არავისგან გვესწავლება და კონსერვატიული შეხედულებების ფონზე, სხვისი პირადი ცხოვრების, რწმენის თუ მსოფლმხედველობის პატივისცემას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის სათანადოდ ახერხებდა“, – აცხადებენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. მათივე თქმით, თუ რაიმეს შეუძლია საქართველოში შემწყნარებლობის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება, ეს სწორედ ის აგრესიული პროპაგანდაა, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აწარმოებენ. „მათი აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მათ, როგორც ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მყოფი ძლიერი ინსტიტუტი, საკუთარი აგრესიული იდეოლოგიის ბუნებრივ ოპონენტად ესახებათ და შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით, მას აქტიურად ებრძვიან. ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

"ხალხის ძალა": „ქართულ ოცნებას“ გამბედაობა არ ჰყოფნის, ამერიკელებს დაუპირისპირდეს

„ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, ქართული ენჯეოების რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია - „ნედი“ აფინანსებდა და „ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა“. „ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას და ყოფილ პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს ეკუთვნის სიტყვები - „მე დავიფიცე ღვთის საკურთხევლის წინაშე, რომ ვიქნებოდი დაუძინებელი მტერი ტირანიის ნებისმიერი ფორმისა ადამიანის გონზე“. თანამედროვე ე.წ. ლიბერალები თომას ჯეფერსონს უსათუოდ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ და დაგმობდნენ იმისათვის, რომ საკუთარი ფიცის გასამყარებლად ღვთის საკურთხეველი ახსენა. მეტიც, ისინი ჯეფერსონს მტრადაც კი გაიხდიდნენ, მაგრამ არა იმდენად ღვთის საკურთხევლის ხსენებისთვის, რამდენადაც იმის გამო, რომ ე.წ. ლიბერალების დღევანდელი პოლიტიკური ჰეგემონია უპირატესად სწორედ ადამიანის გონზე ტირანიას ემყარება. განსაკუთრებული ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ გლობალური ტირანიის უპირველესი წყარო, სამწუხაროდ, სწორედ თომას ჯეფერსონის სამშობლოა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით არის გამოხატული საქართველოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებები სიცრუეს და სიძულვილს ყოველდღიურად ტირაჟირებენ, რისი უმთავრესი ამოცანა ადამიანების დემორალიზება, ნიჰილიზმის დათესვა, ტრადიციული ღირებულებებისგან ადამიანების დაცლა, მანიპულირების ბრმა იარაღად საზოგადოების ქცევა და შედეგად, სახელმწიფოში სრული პოლიტიკური ინტერვენციის უზრუნველყოფაა. თანამედროვე მედიაში მოჭარბებული სიცრუისა და ზიზღის ენის აღკვეთის ნებისმიერ მცდელობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, აგრესიულად უპირისპირდებიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ, სინამდვილეში, სწორედ საკუთარი პოლიტიკური ჰეგემონიის მთავარ იარაღს - სიცრუესა და სიძულვილს იცავენ. ე.წ.ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული. „დესამშობლოიზაცია“ ამ მედიასაშუალებების მთავარმა ლიდერმა საკუთარ მიზნად ღიადაც დააფიქსირა. “ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ მედიაში სიცრუე, ზიზღის ენა და რადიკალიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. თუმცა, როგორც კი ვინმე ამ პრობლემის მოგვარების გზებზე დაიწყებს საუბარს, მაშინვე ე.წ. ლიბერალები გამოდიან აგრესიულად ავანსცენაზე და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრსაც კი გვიკრძალავენ. ანუ ყველა თანხმდება უმძიმეს დიაგნოზზე, მაგრამ გვიკრძალავენ სენის მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სენისგან ქვეყანა და საზოგადოება, უმარტივესი საკანონმდებლო რეგულირების გზით, ძალიან იოლად განკურნებადია. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმაოდ დიდი შავი ფული იხარჯება. სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, მათ ჯამში საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი უყურებს. თუმცა, ეს ადამიანები ამ ტელევიზიების არა მომხმარებლები და დამკვეთები, არამედ მეტწილად მსხვერპლები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, საელჩოს ფავორიტი რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მხარდამხარ, ყველაზე აქტიურად არის ჩართული სწორედ მათთან დაკავშირებული მედია. სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები. საინტერესოა, რომ ქართული ენჯეოების ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია - „ნედი“ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას. ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა. როგორც გაირკვა, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა. საინტერესოა, რომ არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, „ნედი“ არა მხოლოდ შესაბამის პროგრამებს აფინანსებდა, არამედ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებს უშუალოდ ხელფასებსაც კი უხდიდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ჭირს უმძიმესი სენი, თუმცა, ამ სენისგან განკურნებას კატეგორიულად გვიკრძალავენ. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობთ, ესეც ის საკითხია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ და მისგან მოვისმინოთ შეფასება, არის თუ არა სიცრუე და ზიზღის ენა გამოხატვის ის ფორმა, რომელიც აბსოლუტური ფორმით დაცვას იმსახურებს. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი „ხალხის ძალას“ შეუძლია დაიცვას ქვეყანა იმ მანკიერებისგან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

„ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს - "ხალხის ძალა"

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში საკანონმდებლო წინადადების მომზადებას გეგმავენ. „გუშინ, ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, „ენჯეოების“ დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ. სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების შესაბამისად არ იმართება, სრულფასოვანი სახელმწიფო არაა. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ამ ცნებებმა სრული პერვერსია განიცადა. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ყველამ იცის, რომ კონსტიტუციურად ყველაზე დიდი ძალაუფლების მატარებელი პირი - ამერიკის პრეზიდენტი სინამდვილეში სახელმწიფოს არ მართავს. ამასთან, დედამიწის ზურგზე ვერავინ იტყვის, პრეზიდენტის ნაცვლად, ვინ მართავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს. დღევანდელ ამერიკულ მმართველობას რომ ხედავდნენ, ამერიკის დამფუძნებელ მამებს - ვაშინგტონს, ჯეფერსონს, ჰემილტონს ან მედისონს, ალბათ, მძიმე დეპრესია დაეუფლებოდათ. უხეში ხარვეზებით ჩატარებულ კონგრესის არჩევნებზე, რომლის შედეგების შეჯამებას კვირაზე მეტხანს მოუნდნენ, ბევრს აღარ ვისაუბრებთ. ანალოგიური ვითარებაა ევროპაშიც, სადაც სახელმწიფოების უმრავლესობას სუვერენიტეტი არსებითად დაკარგული აქვს. დღევანდელ სამყაროში დემოკრატია ნიშნავს “აგენტოკრატიას”. ფართოდ დანერგილი მოდელის მიხედვით, ყალიბდება სამთავრობო კოალიციები, რომლებშიც პარტიების უმრავლესობა უცხოური გავლენის აგენტურას წარმოადგენს. ასეთ პირობებში კი, სამთავრობო კოალიცია არა ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ, თავიდან ბოლომდე, გარე ინტერესების გავლენის ქვეშ მოქმედებს. ამგვარი ვითარება გვქონდა საქართველოში 2004-12 წლებში, როდესაც ხელისუფლება გარედან მართული აგენტურით იყო დაკომპლექტებული. ყველა უბედურება - ადამიანების წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მონოპოლიზება, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარება და სხვ. - არა მხოლოდ რეჟიმის უცხოელი პატრონების მდუმარე მხარდაჭერით, არამედ პირდაპირ მათი კარნახით ხდებოდა. რადგან დემოკრატია ფსევდოლიბერალების ლექსიკონში სინამდვილეში აგენტოკრატიას ნიშნავს, დემოკრატიულ უკუსვლად ფასდება ნებისმიერი პროცესი, რომელიც აგენტოკრატიის დემოკრატიით ჩანაცვლებას განაპირობებს ან, პირიქით, რომელსაც დემოკრატია აგენტოკრატიისკენ არ მიყავს. სწორედ ამიტომ საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ უცხოელი პატრონები ორწლიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. ზუსტად ორი წლის წინ მოხდა ის, რასაც ისინი დღემდე ვერაფრით ეგუებიან - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო და „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლება არ გადააბარა, ანუ დემოკრატია აგენტოკრატიით არ ჩანაცვლდა. აგენტოკრატიის აღდგენა ვერც 19 აპრილის შეთანხმებამ მოიტანა. შესაბამისად, ისინი მუდმივად გააგრძელებენ საუბარს ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე, ვიდრე საქართველოში აგენტოკრატიის აღდგენას არ მიაღწევენ. ასევე, საინტერესოა, რომ ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „დამოუკიდებელი“ „გარედან მართულის“ სინონიმია. მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს გარედან მართულ სასამართლოს, დამოუკიდებელი მედია - გარედან მართულ მედიას და ა.შ. ამ მოდელის მიხედვით, სასამართლო უნდა მართონ მათ მიერ მართულმა პარტიებმა ან მათ მიერ დაფინანსებულმა ენჯეოებმა, ხოლო დამოუკიდებლად მხოლოდ ის მედია შეიძლება მოიხსენიებოდეს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების მიერ იმართება და სახელმწიფოში აგენტოკრატიის დამყარების ან გამყარების საქმეს ემსახურება. „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით და ამიტომ, მოლდოვის ფონზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლობა იყო. ეს სიმართლეა, თუმცა, მთავარ სიმართლეს საზოგადოებას არც ამ შემთხვევაში ეუბნებიან. არის ერთი, გადამწყვეტი პარამეტრი, რითაც მოლდოვა „წინ უსწრებს“ საქართველოს - საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვა არის აგენტოკრატია, რის გამოც მას სრულად ეპატიება დსთ-ს წევრობაც, სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც, დასავლურ სანქციებზე არმიერთებაც და აღვირახსნილი კორუფციაც. მოლდოვური აგენტოკრატიისგან განსხვავებით, ქართული დემოკრატიის ბამბაც ჩხრიალებს და ამ პირობებში, სუვერენულ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ბუნებრივია, არავინ მიანიჭებდა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, კანდიდატის სტატუსის თემა ჩვენთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც დემოკრატიული ხელისუფლების დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ისახავს ერთადერთ მიზნად. ამ რეზოლუციების მთავრი ავტორები არიან ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლები - კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფონ კრამონი, ფოტიგა და სხვები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მათი და „ნაცმოძრაობის“ საერთო პატრონების კარნახით მოქმედებენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება დაისვას კითხვა, სჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი ევროპა, სადაც მხოლოდ აგენტოკრატია ფასობს, ხოლო დემოკრატია თავდასხმისა და აგრესიის მთავარი ობიექტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება, ოღონდ გვჭირდება იმ ღირებულებებით, რომლებსაც ევროპა ტრადიციულად ეფუძნებოდა. საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა ევროპისკენ და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპაში ტრადიციული ღირებულებებისა და მართვის ტრადიციული მოდელის აღდგენაში. ჩვენ ვოცნებობთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორადაც ის შუმანმა, მონემ, ადენაუერმა, ჩერჩილმა და ევროკავშირის სხვა დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“: ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ პოზიციები გამიჯნულია, თუმცა ისინი უმრავლესობაში რჩებიან, რადგან მმართველმა გუნდმა პარლამენტში უმრავლესობა არ დაკარგოს. ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით უსმენენ. „ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი უმრავლესობაში რჩებიან. უმრავლესობაში რომ არ დარჩნენ, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს და ჩვენ რეალურად პრობლემები გვექნება, რომ კანონები მივიღოთ. მეორე - ჩვენი პირველი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების - სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნდა, მითუმეტეს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ ეს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდოს. ეს მათი არჩევანია. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. არც ერთი სხვა მოძრაობის საქმიანობაში არ ვერევით და მე ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ხალხის ძალა": გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა სალომე ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში

სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე აშშ-ის საელჩოს ფავორიტად იქცა, სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში, - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც ნიკა გვარამიას მხარდაჭერაზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ენჯეოებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილობით სთხოვეს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს. საზოგადოებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ელიტური“ ენჯეოები საელჩოს რესურსია. ამ ენჯეოებს ფულს საელჩო უხდის და შესაბამისად, მუსიკასაც ის უკვეთავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებენ ნიადაგს. ამასთან, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ ფორმალობებს იცავენ და სალომე ზურაბიშვილისთვისაც სახის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას ცდილობენ. უნდათ საქმე ისე გააფორმონ, რომ ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და გვარამია ამიტომ შეიწყალა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. სწორედ ევროპული სტრუქტურების მეშვეობით შექმნეს მათ ივნისში მღელვარება, რაც, მათივე გათვლით, ხელისუფლების ცვლილებით უნდა დასრულებულიყო, ასევე, ევროპელებს წამოაწევინეს როგორც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების, ისე გვარამიას შეწყალების თემა. აქვე, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2004-2007 წლებში მაშინდელ ხელისუფლებას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეების დიდ ნაწილს ხელფასებსაც კი უხდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა ჯარს და პოლიციას, გაარემონტა და აღჭურვა უამრავი სკოლა და ა.შ. თუმცა, მაშინ ის ოლიგარქად არავის მოუხსენებია. ივანიშვილის მიმართ საელჩოს უარყოფითი განწყობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა. ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და მხოლოდ ქველმოქმედებითა და ქვეყანაზე ზრუნვით არის დაკავებული, მას ოლიგარქად აცხადებენ, რაც საელჩოს ორმაგ სტანდარტებზე დამატებით მეტყველებს. „მთავარი არხი“, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი სხვა მედიასაშუალებები, საქართველოში სიცრუისა და რადიკალიზმის მთავარი წყაროა. სიცრუე და რადიკალიზმი კი არის ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებითაც საელჩომ „ქართული ოცნება“ აგენტურით შეიძლება ჩაანაცვლოს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ამ რესურსს ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებიან და მფარველობენ. ყველა ვხედავთ, რომ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და სრულიად ურეიტინგო „ფორმულაც“ კი, ელჩის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ და ის თითქმის ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ტელევიზიებს სტუმრობს. მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიაგაშუქებისა და რადიკალიზაციის შემცირების პირობებში, „ქართული ოცნება“ ისე გამაგრდება, რომ საქართველოში აგენტოკრატიის დამყარების „ამერიკული ოცნება“ შეიძლება ბოლომდე აუხდენელი დარჩეს. ბუნებრივია, საელჩოს ამის დაშვებაც არ უნდა და ისინი ფიქრობენ, რომ გვარამიას შეწყალებით სიცრუესა და რადიკალიზმს ახალ სტიმულს მისცემენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ საელჩო სააკაშვილის გასათავისუფლებლადაც აქტიურად იღწვის. ენჯეოების, ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა ამის მკაფიო დასტურია. ამის მიღმაც, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების მოწოდებით ისინი უკვე, პრაქტიკულად, ყველა კაბინეტს სტუმრობდნენ. საზოგადოების რეაქციის ეშინიათ და სააკაშვილის გათავისუფლებაზე საჯაროდ საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ვიცით, რომ ელჩით დაწყებული, ვაშინგტონიდან ჩამოსული სტუმრებით დამთავრებული, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება ხელისუფლებისგან უკვე ყველამ ითხოვა“,- აღნიშნავენ ხალხის ძალაში. მათივე თქმით, გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე აშშ-ის საელჩოს ფავორიტად იქცა. „სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე საელჩოს ფავორიტად რომ იქცა, საზოგადოებისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც პირველი სამი წლის მანძილზე ერთი წესიერი ვიზიტი და საერთაშორისო მედიაში ერთი წესიერი გამოჩენაც კი არ ღირსებია, მას შემდეგ ნებისმიერი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების კარი ღიაა. ცოტა ხნის წინ, ქართული რადიკალიზმის ცნობილმა მხარდამჭერმა, დევიდ კრემერმაც თქვა, პოლიტიკურ პროცესებში ლიდერის როლი პრეზიდენტმა უნდა იტვირთოსო. არადა, იგივე კრემერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო აქტიურად ჩართული და მას განცხადებებს საჯაროდ უწუნებდა. ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო საელჩოდან მართული და ამ თვალსაზრისით, მის კანდიდატურაზე არჩევანი სწორად შეჩერდა. მთელი საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, მას ღიად ესხმოდნენ თავს როგორც რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიასაშუალებები, ისე ენჯეოები და საელჩოს სხვა შიდა თუ გარე პარტნიორები. ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს რუსეთის რეზიდენტს ისე უწოდებდა და მის მიმართ ისე ბილწსიტყვაობდა, რომ ამაზე არცერთ, თუნდაც ქალთა უფლებებზე მომუშავე ენჯეოს ერთი ფორმალური კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ზუსტად ასევე ჰყავდათ ის მოძულებული მომდევნო სამი წლის განმავლობაშიც. თუმცა, სამი წლის თავზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ შეცვალეს და პოზიციების გასამყარებლად ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება დასჭირდათ, საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა და მიზანს ადვილადაც მიაღწია. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული როლი დედობრივმა ინსტინქტმა შეასრულა და მან ორივე შვილის ნახტომისებური სამსახურებრივი დაწინაურების ცდუნებას ვერ გაუძლო. ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებაში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრისა და ფართო საერთაშორისო მედიაგაშუქების ცდუნებაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს. სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება“,- აღნიშნულია ხალხის ძალის განცხადებაში.  

„ხალხის ძალა“: საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ

საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს. „2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ ღირსებია. სინამდვილეში, პოლიტიკაში ფაქტებით ყველაფერი თითქმის მათემატიკური სიზუსტით იზომება, ეს ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულმა დემოკრატიამ გასული 10 წლის და მათ შორის - გასული 2 წლის მანძილზე, მხოლოდ წინსვლა განიცადა: 2008-12 წლების პარლამენტში ფორმალურად 12, რეალურად კი - მხოლოდ 4 ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი, ხოლო დღევანდელ პარლამენტში ოპოზიციას 59 დეპუტატი - 6 სხვადასხვა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი წარმოადგენს; სენატორი რიში 2012 წლის ყოვლად გაუგონარი არჩევნებით აღფრთოვანებას დღემდე ვერ მალავს, თუმცა, ყველამ იცის, რომ 2012 წლის ჩათვლით, საქართველოში ყველა არჩევნები უხეშად ყალბდებოდა. „ქართული ოცნების“ პირობებში კი, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხელისუფლება არათუ არჩევნებს არ აყალბებს, აგენტურა მას იქით უყალბებს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს; 2012 წლამდე ქვეყანას ჰქონდა დანაშაულებრივი რეჟიმის ინტერესებზე მორგებული, სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია, რომელიც ავტორიტარიზმის სამართლებრივი გარანტის ფუნქციას ასრულებდა, დღეს კი მოქმედებს ახალი კონსტიტუცია, რომელიც კლასიკურ საპარლამენტო მმართველობის სისტემას ადგენს და ავტოკრატიის ჩამოყალიბებას აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს; 2012 წლამდე, ეროვნული მასშტაბით მოქმედი ყველა ტელევიზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქმედებდა, დღეს კი უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმის უმაღლესი ხარისხი, რომლის პირობებში „ნაცმოძრაობა“ 3 ტელეარხს ფლობს, ხოლო ნებისმიერი ახალი მედიასაშუალების დაფუძნება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი; 2012 წელს აღიკვეთა პატიმრების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების სისტემური პრაქტიკა, რომელიც 2012 წლამდე იყო დამკვიდრებული და რითაც წინა ხელისუფლებამ გვანტანამოს ციხის ყველა რეკორდი მოხსნა. 2012 წლიდან, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 24,100-დან 9,200-მდე, ხოლო პატიმრების სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდა; 2012 წელს აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელიც აგენტოკრატიის ფინანსური უზრუნველყოფისა და მისი პოზიციების გამყარების ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი იყო; 2012 წლამდე სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებდა სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემი, რის შედეგადაც მართლმსაჯულება ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წელს მოიხსნა პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, რის შედეგადაც სასამართლო პრაქტიკა თვისებრივად შეიცვალა. გამამართლებელი განაჩენების ნულოვანი მაჩვენებელი ჰუმანურმა სისხლისსამართლებრივმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა. მრავალჯერადად გაუმჯობესდა წინასწარი პატიმრობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, ჯარიმისა და გირაოს შეფარდების, მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების მაჩვენებლები, რაც ადასტურებს, რომ სასამართლოში ვითარება არა მხოლოდ ფუნდამენტურად გაუმჯობესდა, არამედ ყველა სისტემური პრობლემა პრინციპულად აღმოიფხვრა. ამ ყველაფერს დამატებით ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ათჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. გასულ წლებში ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლო 28 წევრით აგენტურისა და მისი პატრონების საყოველთაო კრიტიკის ფონზე დააკომპლექტა, თუმცა, დღემდე ვერავინ იხსენებს უზენაესი სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის მიერ განხილულ ვერცერთ საქმეს, რომელზეც ვინმეს რაიმე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს; აღარაფერს ვამბობთ საერთაშორისო რეიტინგებზე და ინდექსებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით საქართველოს 10-წლიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ წინსვლას ადასტურებს. როდესაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ - აგენტოკრატიას გულისხმობენ. საკმარისია სიტყვა „დემოკრატია“ სიტყვა „აგენტოკრატიით“ ჩავანაცვლოთ და მყისიერად ცხადი ხდება, თუ რას უწოდებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსვლას. ე.წ. „დემოკრატიის უკუსვლა“, ანუ აგენტოკრატიის უკუსვლა არის ვითარება, როდესაც: აგენტურა ზედიზედ მესამედ აგებს საპარლამენტო არჩევნებს და ვერ იბრუნებს ძალაუფლებას; აგენტურას ამხელენ ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში; აგენტურა თავის ლიდერს არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოპარვისთვის იმეტებს და ამითაც ვერ აღწევს მიზანს; აგენტურა რუსთაველის გამზირზე აღმართული სცენიდან ითხოვს მთავრობის გადადგომას და ქუჩის აქციებით ცდილობს ხელისუფლების გადატრიალებას, მაგრამ მიზანს ვერც ამ ფორმით აღწევს; აგენტურა მინიმალური დოზითაც ვერ ახერხებს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური კონტროლის დაბრუნებას; აგენტურის ორი მთავარი ფიგურა თავს ვერ აღწევს სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის და მათ ციხეში უწევთ სასჯელის მოხდა; აგენტურა იმ დონეზეა დეგრადირებული, რომ მისი მთავარი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ერთმანეთს ხაბეიშვილი, მელია და მუმლაძე ეჯიბრებიან; აგენტურა მისი ლიდერის განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ უკანასკნელ აქციაზე ათას კაცსაც კი ვერ უყრის თავს; აგენტურა ვერ ასრულებს მთავარ დავალებას და ვერ აღწევს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებას. ტრადიციულად, აგენტურის დასუსტების ფონზე, მათი პატრონები აქტიურდებიან და ასე ცდილობენ ხოლმე მათი თანამშრომლების სისუსტის კომპენსირებას. ამ ტრადიციის გათვალისწინებით, ორი სენატორის - რიშისა და შაჰინის ბოლოდროინდელი გააქტიურებაც სავსებით ლოგიკურია. ასევე, მოსალოდნელია, რომ აგენტურის პატრონები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემის აქტუალიზებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. საქართველოსთვის პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემი სტატუსის თემა, თავის დროზე, ჩვენთვის მოიგონეს, რათა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთვის სტატუსი არ მიენიჭებინათ და ამით, ხელისუფლებაში აგენტოკრატიის დაბრუნებისთვის გაეხსნათ გზა. თუმცა, საზოგადოებამ მაშინ სცენარი, საბოლოოდ, იოლად გაშიფრა და აგენტურას მისი განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ამის მიუხედავად, გამორიცხული არაა, მათ კანდიდატის თემის აქტუალიზება კიდევ ერთხელ სცადონ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, საზოგადოება ამ სცენარსაც ადვილად წაიკითხავს და მას კიდევ ერთხელ სათანადო რეაქციით შეხვდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში დემოკრატიის წინსვლა და აგენტოკრატიის უკუსვლა ერთნაირი მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება. ამასთან, აგენტოკრატიის უკუსვლა სწრაფი ტემპით სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც პარლამენტის საბოტაჟმა, 19 აპრილის ნაძალადევმა შეთანხმებამ და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო და აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მოაზრებულმა ამ სამივე აქტმა, საბოლოოდ, აგენტურა იქით დაასუსტა. დემოკრატიის ე.წ. ორწლიანი უკუსვლა სინამდვილეში სწორედ იმ უკუსვლას მოიაზრებს, რომელიც აგენტურამ ამ ორი წლის მანძილზე განიცადა. ფაქტია, რომ საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ. მთავარია, საზოგადოება ამგვარი რიტორიკით არ გადაიღალოს და ამ ფონზე, შეცდომა არ დაუშვას. სწორედ ამისათვის არის საჭირო სიმართლით ხალხის აღჭურვა. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს აგენტოკრატიის დაბრუნება, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიული წინსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“, -აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.  

ხალხის ძალა: დარწმუნებული ვართ, ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელს აგენტობაზე არ აქვს ხელი მოწერილი, მოვუწოდებთ, გააცნობიერონ ყველა მოვლენა

ფაქტი, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს – ევროპარლამენტს ორი საგანგებო რეზოლუცია მიაღებინეს და ამ საქმეში რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი გასვარეს, ცხადად მოწმობს, თუ რამხელა რესურსი იხარჯება და რამდენად დიდია ინტერესი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებისა და საქართველოს ომში ჩართვის მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განაცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებას მოუწოდებენ, ყველა გარემოებას სათანადო ყურადღებით მიუდგეს. განცხადების ავტორები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციას, კარგად გააცნობიერონ ყველა მოვლენა, რომელიც საქართველოს გარშემო ვითარდება და დადგნენ საკუთარი ქვეყნის, მისი მშვიდობის მხარეს. „ორი კვირის წინ ევროპარლამენტმა 400-ზე მეტი ხმით დაამტკიცა კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციის მყისიერი კომენტირებისგან თავი შევიკავეთ, რადგან გვაინტერესებდა, ამჯერად მაინც თუ მოჰყვებოდა მას გაგრძელება ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მხრიდან. თუმცა, უკვე მეორე კვირა მიილია, ევროპული საბჭოს სხდომაც შედგა, ევროპული საშობაო არდადეგებიც დაიწყო და ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს. მეტიც, ევროპულ საბჭოს საქართველოს საკითხი მისი სხდომის დღის წესრიგში საერთოდ არ შეუტანია. ახალი რეზოლუცია წინამორბედისგან შინაარსით დიდად არ განსხვავდება. ევროპარლამენტარები აქაც იგივეს ითხოვენ – ორი გამორჩეული კრიმინალის განთავისუფლებას და ერთი გამორჩეული ქველმოქმედის დასჯას. შესაბამისად, რეზოლუციის შინაარსს რაიმე განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდება, თუმცა აუცილებლად მიგვაჩნია, რეზოლუციის მიღების საერთო კონტექსტზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება. ევროპარლამენტს უკვე მეორედ მიაღებინეს საგანგებო რეზოლუცია ერთადერთი მიზნით – ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად. ევროკავშირის გარეკოორდინატორებმა წინასწარ ისიც დაგეგმეს, რომ ამ რეზოლუციებს ევროპული საბჭო არ გაიზიარებდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტის აქტიურობის მიზანი არა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, არამედ კონკრეტული მიზნით მისი დაშანტაჟებაა. ანუ ევროპარლამენტი, რომელიც ფორმალურად მაინც, ძალიან მაღალი პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ინსტიტუტია, სრულიად სათაკილო მისიისთვის – ერთი კაცის პოლიტიკური შანტაჟისთვის გაიმეტეს და გამოიყენეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპულ საბჭოს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე არც კი უმსჯელია, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეზოლუციის ავტორებს ძალზე კონკრეტული მიზანი ამოძრავებდათ – მათ სანქციების თემა დამოკლეს მახვილივით დაკიდეს ბიძინა ივანიშვილის თავზე, რათა მასზე ზეწოლა მუდმივ რეჟიმში შეენარჩუნებინათ. აქედან ჩანს, რომ ისინი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავენ. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხე კვლავაც უაღრესად აქტუალურია. როდესაც ერთი კაცის დასაშანტაჟებლად ევროპარლამენტს ორჯერ კრებ, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რამდენად დიდია ევროპული აგენტოკრატიის ამერიკელი პატრონების სურვილი, ბიძინა ივანიშვილს მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში ჩარევა აიძულონ და მისი ხელით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უზრუნველყონ. თავისთავად, ის ფაქტი, რომ სტრატეგიული პარტნიორის გადმოსახედიდან, საქართველოს მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ღირსებისგან დაცლილი მისია აქვს, უკიდურესად შემაშფოთებელია. სრულიად ცხადია, რომ ასეთ ევროპარლამენტს პარლამენტარიზმთან საერთო არაფერი აქვს. ის არის ევროპული აგენტოკრატიის ერთი მორიგი დანაყოფი, რომელიც ევროკავშირის მაკონტროლებლების ყველაზე უხეშ დავალებებს სრულიად უთავმოყვარეოდ ასრულებს. ასეთ ევროპარლამენტს არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან და არც იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ევროკავშირი თავის დროზე დაეფუძნა. ამგვარი რეზოლუციებით ევროპარლამენტი გვიცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სამართლის უზენაესობაზე უარს ვიტყვით და კრიმინალებს გავათავისუფლებთ, თუ სინდისზე უარს ვიტყვით და ქველმოქმედებას გავემიჯნებით, თუ სახელმწიფოებრიობაზე უარს ვიტყვით და ხელისუფლებას აგენტურას გადავაბარებთ, თუ მშვიდობაზე უარს ვიტყვით და ვიომებთ. ფაქტია, რომ რეზოლუციის ავტორები საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ ცნობენ, რადგან სახელმწიფოდ მხოლოდ აგენტოკრატიას აღიარებენ. ცხადია, თუ სინდისი, სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა დავკარგეთ, ასეთ სახელმწიფოს არც ევროკავშირის გარეთ ექნება ფასი და არც ევროკავშირში. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ ორი ფაქტი: – მოლდოვას მისი მეხუთე პრეზიდენტის დაჭერიდან ერთი თვის თავზე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტის დაპატიმრება არავითარი ხელშესახები მტკიცებულებით არ იყო გამყარებული, ეს საკითხი ევროკავშირის განხილვის საგნად საერთოდ არ ქცეულა. ამის საპირისპიროდ, უამრავი სისხლიანი დანაშაულის ჩამდენი სააკაშვილის გასათავისუფლებლად მთელი ევროპული აგენტოკრატიაა მობილიზებული, რასაც ერთადერთი მარტივი ახსნა აქვს – მოლდოვურ აგენტოკრატიაში ექსპრეზიდენტის მტკიცებულებების გარეშე დაპატიმრებაც დასაშვებია, ხოლო ქართულ დემოკრატიაში არაჟნის კონტეინერით უკანონოდ შემოპარული სისხლიანი დიქტატორის პატიმრობაც კი დანაშაულია; ასევე, შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ უკრაინას დაუწერეს და მიაღებინეს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც უკრაინული აგენტოკრატიის გამაგრებას ისახავდა მიზნად. ამ კანონს ევროკომისიის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინული კანონი, პრაქტიკულად, სიტყვა-სიტყვით თარგმნა და მიიღო, რასაც იმავე ევროკავშირის მხრიდან სერიოზული შფოთვა მოჰყვა. მიზეზი აქაც მარტივი ასახსნელია – ის, რაც უკრაინას აგენტოკრატიის გასამაგრებლად მოუფიქრეს, საქართველოში დემოკრატიას გაამაგრებს, რაც ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს ორი მაგალითიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრობლემების ერთადერთი სათავე ისაა, რომ აგენტოკრატია არ არის და არა გარეძალების კარნახით, არამედ ეროვნული ინტერესების მიხედვით მოქმედებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს – ევროპარლამენტს ორი საგანგებო რეზოლუცია მიაღებინეს და ამ საქმეში რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი გასვარეს, ცხადად მოწმობს, რამხელა რესურსი იხარჯება და რამდენად დიდია ინტერესი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებისა და საქართველოს ომში ჩართვის მიმართ. ევროპარლამენტს აღებინებენ რეზოლუციებს, ზეწოლას ახორციელებენ ხელისუფლებაზე, ცდილობენ სახელმწიფოებრიობის შერყევას – ყველა ეს ფაქტი იძლევა ერთადერთი ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქართველოს უკრაინის ბედისკენ ექაჩებიან და ამ ბედის დღემდე არგაზიარების გამო სჯიან. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყველა ამ გარემოებას სათანადო ყურადღებით მიუდგეს, რათა შეცდომა არ დავუშვათ, სუვერენიტეტი და მშვიდობა შევინარჩუნოთ და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უზრუნველვყოთ. გვესმის, რომ ქართული ოპოზიცია არსებითად აგენტურით არის დაკომპლექტებული, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელს აგენტობაზე უშუალოდ არა აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, მათაც მოვუწოდებთ, კარგად გააცნობიერონ ყველა მოვლენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება და დადგნენ საკუთარი ქვეყნის, მისი მშვიდობის და არა თავსმოხვეული ომის მხარეს“, – ნათქვამია განცხადებაში.  

„ხალხის ძალა“: კასიანოვმა უკვე კონკრეტული ბრალდება გაახმოვანა აშშ-ის მიმართ, ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება

„მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ“, - ნათქვამია მორიგ განცხადებაში, რომელსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, „აგენტის პატრონები“ პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან.  „მაგალითისთვის, მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება: Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში. ალბათ ხვდებით ცინიზმის და ტყუილის გამართლების მცდელობის ხარისხს! მეორე: მაგნიტსკის სიის ავტორი, ბატონი ბროუდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგას პუტინი, რომელსაც სურს შურისძიება სააკაშვილზე. როგორც ხედავთ, ბროუდერმა უკვე არა მხოლოდ ის „დაადგინა“, რომ სააკაშვილს აწამებენ, არამედ მის შემკვეთზეც გავიდა. აქაც, ცინიზმისა და დადგმული უნიჭო სპექტაკლის გამართლების უპრეცედენტო ხარისხის გარდა, საქმე გვაქვს ათი წლის განმავლობაში ყველა ბრუნვაში ნატრიალები მესიჯის გამყარების მცდელობასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „პრორუსობას“ შეეხება. შეგახსენებთ, რომ ამ მესიჯს იმ პარტიის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ატრიალებენ, რომელმაც პუტინს ჯერ ქართული ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ კი ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე მოუწერა ხელი! მესამე იყო გენერალ ბენ ჰოჯესის მიერ იგივე მიზნით გუშინვე გაკეთებული განცხადება. შესაბამისად, ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. აგენტის პატრონები კი უკვე პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან. აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას: გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. გუშინ, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით. ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“- ნათქვამია განცხადებაში.   

ხალხის ძალა: ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა

ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა, - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „საზოგადოება საქმის კურსში გვინდა ჩავაყენოთ ომის პარტიის გლობალურ და ახალი მასშტაბის კოორდინაციაზე: მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ. მაგალითისთვის, მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება: Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში. ალბათ ხვდებით ცინიზმის და ტყუილის გამართლების მცდელობის ხარისხს! მეორე: მაგნიტსკის სიის ავტორი, ბატონი ბროუდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგას პუტინი, რომელსაც სურს შურისძიება სააკაშვილზე. როგორც ხედავთ, ბროუდერმა უკვე არა მხოლოდ ის „დაადგინა“, რომ სააკაშვილს აწამებენ, არამედ მის შემკვეთზეც გავიდა. აქაც, ცინიზმისა და დადგმული უნიჭო სპექტაკლის გამართლების უპრეცედენტო ხარისხის გარდა, საქმე გვაქვს ათი წლის განმავლობაში ყველა ბრუნვაში ნატრიალები მესიჯის გამყარების მცდელობასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „პრორუსობას“ შეეხება. შეგახსენებთ, რომ ამ მესიჯს იმ პარტიის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ატრიალებენ, რომელმაც პუტინს ჯერ ქართული ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ კი ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე მოუწერა ხელი! მესამე იყო გენერალ ბენ ჰოჯესის მიერ იგივე მიზნით გუშინვე გაკეთებული განცხადება. შესაბამისად, ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. აგენტის პატრონები კი უკვე პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან. აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას: გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა. გუშინ, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით. ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“,- ნათქვამია განცხადებაში.  

„ხალხის ძალა“: საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას

საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას, – ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში. „მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს. უცხო ქვეყნის აგენტობა იმთავითვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ – რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის. აგენტად კურთხევისას, ხელს აწერ პირობას, რომ პატრონის ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული შეასრულებ. შესაბამისად, აგენტისა და მონის მდგომარეობებს შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არის. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ნებისმიერი აგენტი დაღდასმულია მონის ფსიქოლოგიით, რომლისთვისაც რამდენიმე მთავარი ელემენტია დამახასიათებელი: მონისთვის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ბატონი. შესაბამისად, მისთვის მოტივაციის ერთადერთი წყარო პატრონის კეთილგანწყობის მოპოვების შანსია. ისეთი მაღალი მატერიები, როგორიც ღმერთი და სამშობლოა, აგენტისთვის ნულოვანი დატვირთვის მატარებელია; მონა აღტაცებულია პატრონით და მისგან კეთილგანწყობის ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ჟესტს დიდ წყალობად იღებს; აგენტი როგორც სიკეთის, ისე საფრთხის ერთადერთ წყაროდ პატრონს აღიქვამს, რომლის მიმართ შიში ვერცერთ მომაკვდინებელ სტიქიასთან ახლოსაც ვერ მივა; მონას არასოდეს ტოვებს განცდა, რომ მისი მდგომარეობა და ბედისწერა ცვლილებას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, მონა პატრონის ნებისმიერ დავალებას იოლად იღებს და ასრულებს, თუნდაც პატრონი მისგან მასზე ათჯერ ძლიერ გლადიატორთან სასიკვდილო ორთაბრძოლაში მონაწილეობას ითხოვდეს. ამ ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, ხელისუფლების სათავეში აგენტურის ყოფნა სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. სამშობლოსა და პატრონს შორის აგენტი უპირატესობას ყოველთვის პატრონს მიანიჭებს და პატრონის შიშით თუ მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭული მოაწერს ხელს, თუნდაც ეს დავალება საკუთარი სამშობლოს მსხვერპლშეწირვას გულისხმობდეს. საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხალხის ძალა“: „ნაციონალების“ „ენჯეოების“ სიყალბე მარტივად მტკიცდება, თუმცა არგუმენტის გარეშე ატრიალებენ ყალბ მესიჯს, თითქოს ჩვენი კანონპროექტი რუსულია

"ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, თუმცა ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ატრიალებენ ერთი და იმავე ყალბ მესიჯს, თითქოს, ჩვენი კანონპროექტი რუსულია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. „ხალხის ძალის“ წევრების შეფასებით, ისინი ისეთ ცნებებს, როგორიცაა თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან. „თანამედროვე სამყაროში სიცრუე უკეთური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის იარაღია. ამ იარაღს 2004-12 წლებში დიდი წარმატებით იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველას გვახსოვს, როგორ ტირაჟირებდა მაშინ ერთ ხმაში სიცრუეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მიტაცებული სამი ტელევიზია. 2012 წლის შემდეგაც, „ნაცმოძრაობისთვის“ სიცრუე პოლიტიკაში თავის შენარჩუნების მთავარ იარაღად დარჩა. იმისათვის, რომ სიცრუე წარმატებული იყოს, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აგრესიულად უპირისპირდებიან თავისუფალ სიტყვას და ნებისმიერ ლოგიკურ არგუმენტს, რომელმაც მათი სიყალბე შეიძლება ამხილოს. ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების – „ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, ისინი ყოველგვარ არგუმენტაციაში შესვლის გარეშე ატრიალებენ ერთი და იგივე ყალბ მესიჯს, თითქოს, „ჩვენი კანონპროექტი რუსულია“. ეს დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ ისინი ისეთ ცნებებს, როგორიც თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვაა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან. ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე მიგვანიშნა, რომ ევროპაში მედია სრულ ცენზურას ექვემდებარება, რაც ევროკავშირის უმწვავეს ფასეულობით კრიზისზე მეტყველებს. ვხედავთ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რაც ათწლეულების მანძილზე ევროპის მთავარი ხიბლი იყო, დღეს უკიდურესად არის დაკნინებული. ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა კარგად ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზეც. გასული თვეების მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სამი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლებიც ერთმანეთზე უარესი სიყალბით არის გაჯერებული. ითხოვენ კრიმინალების სასჯელისგან განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, აცხადებენ, რომ კეზერაშვილი იდევნება, როგორც ე.წ. კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელი, ამბობენ, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო არის დაჭერილი, გვიმტკიცებენ, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი, არამედ სააკაშვილია. როდესაც ევროპარლამენტი ამ მასშტაბის სიყალბეს ტირაჟირებს, ეს ევროკავშირში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს. ევროპარლამენტის საერთო რევიზორებად ჩვენ არ გამა, სიმართლე და სამართლიანობა, აგენტურისგან თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოებრიობა არის ის ღირებულებები, რომელთათვისაც 2012 წელს ვიბრძოდით და რომელთა მოსაპოვებლად საქართველო სააკაშვილის აგენტოკრატიული ავტორიტარული რეჟიმისგან გავათავისუფლეთ. გამაოგნებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ ევროპას ამ ღირებულებებს, რის გამოც მისი მომავალი ძალიან რთულად განჭვრეტადი ხდება. სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით“, – ნათქვამია განცხადებაში.  

„ხალხის ძალა“: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში

სააკაშვილის გათავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი, მასზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ განცხადებაშია აღნიშნული. „ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მედია. ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. „ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო კაბინეტებსაც ხშირად სტუმრობენ. სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ. ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე, თუნდაც, ციხეში შესვლამდე იყო. აქედან გამომდინარე, არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ, ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“,- აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.  

უმრავლესობა მიიღებს "ხალხის ძალის" რომელიმე კანონპროექტს - კობახიძე

  მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აუცილებლად მიიღებენ მათი კოლეგების, "ხალხის ძალის" შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ერთ-ერთს. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ. "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება - ხუნდაძე "ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა - შეიძლება იყოს დეტალები ან ერთ ან მეორე დოკუმენტთან დაკავშირებით. ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ან ერთზე ან მეორეზე ან ორივეზე იყოს უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე ჩვენ ან ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ... ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება, აქედან გამომდინარე ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს. მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.  

"უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება - ხუნდაძე

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. "პირველი მოსმენით მიღებისთანავე როგორც ქართული, ისევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონი სამივე მოსმენით [საგაზაფხულო] სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და 3-ვე მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას", - თქვა ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს. მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.  

ვხედავთ, რომ ამერიკელები მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე - "ხალხის ძალა"

ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული. აშშ: ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლეებისთვის დაწესებული სავიზო აკრძალვა წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია „ქალბატონმა ელჩმა საერთოდ ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასანქცირდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეებს სავიზო სანქციები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაუწესეს; ელჩისგან გავიგეთ, რომ ის სავიზო სანქციის საფუძველს როგორც სამართლდამცავ სტრუქტურებს, ისე ქართულ საზოგადოებას მომავალშიც საგულდაგულოდ დაუმალავს, რაც ასევე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში დანაშაულის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს; ქალბატონი ელჩი მთლიანად გაექცა კითხვას 2004-12 წლების სისხლიანი სასამართლო სისტემის ლიდერების, სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილიც და ადეიშვილიც სინამდვილეში უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ სარგებლობენ მფარველობით საკუთარი უცხოელი პატრონების მხრიდან. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ უცხოურ ინსტიტუტებს ან ადგილობრივ ენჯეოებს სააკაშვილ-ადეიშვილის სისხლიანი სასამართლო სისტემა ოდნავ მწვავედაც კი არასოდეს გაუკრიტიკებიათ; კელი დეგნანი მთლიანად გაექცა კითხვას საელჩოს თანამშრომლების მიერ მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ანგარიშის მოთხოვნისა და ამერიკაში ვიზიტის გაუქმების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფა სწორედ ელჩის პირდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეობით განხორციელდა; ქალბატონი ელჩი გააღიზიანა კითხვამ „ფრანკლინის კლუბის“ ამერიკელი ტრენერის საქართველოში არშემოშვებასა და მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას შორის კავშირის არსებობის შესახებ. მისი ასეთი გაღიზიანება გვიმყარებს რწმენას, რომ მოსამართლეების სანქცირება სწორედ „ფრანკლინის კლუბის“ ტრენერის არშემოშვებაზე პასუხი იყო; კელი დეგნანმა ვერაფრით თქვა, რა იყო რუსული ჩვენს მიერ დაინიცირებულ ქართულ კანონში აგენტების შესახებ. ის მთლიანად გაექცა საგნობრივ დისკუსიას ჟურნალისტთან, რომელიც მას კონკრეტულ ნორმებზე დაყრდნობით უმტკიცებდა, რომ რუსულ კანონში სულ სხვა რამ წერია; ქალბატონი ელჩი ასევე სრულად გაექცა კითხვას „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა მაპოლარიზებელი რადიკალ-ექსტრემისტული პარტიებისა და ენჯეოების ამერიკული დაფინანსების შესახებ. როგორც ჩანს, ქალბატონ ელჩს კარგად აქვს გააზრებული, რომ პოლარიზაციისა და რადიკალ-ექსტრემისტების დაფინანსება ქართული სახელმწიფოს და მისი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუმცა, ირკვევა, რომ ამ ნაბიჯს ის სრულიად შეგნებულად დგამს. დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ სასამართლო სისტემაში ამერიკული ინტერვენციის თემას. ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში. სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის, ისინი აქტიურად იყენებენ ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა ამერიკაში ვიზიტების შეთავაზება, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავაზება და ა.შ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მივიღოთ ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. აღნიშნულმა სამართლებრივმა ზომებმა ასევე უნდა მოგვცეს საშუალება, გამოვავლინოთ უცხოელი აგენტები სასამართლო სისტემაში და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების კონკრეტული ზომები ავამოქმედოთ. თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს და დაუბრუნდება 2004-12 წლების უმძიმეს წარსულს, როდესაც სასამართლო სისტემა სისხლიანი აგენტოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ ხსენებულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.    

"ხალხის ძალა": აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს

 აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს, - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! გაოცებულია აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ - პაპუაშვილი „მერაბ კოსტავას ეკუთვნის სიტყვები: „საქართველო თავისუფალი გახდება. მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. საქართველომ 32 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, 32-წლიანი გამოცდილება და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, რომ რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას კვლავაც სერიოზული ბრძოლა ჭირდება. სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და ნაცმოძრაობის კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა. აქვე შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ ცნობილი და განაჩენის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში მან ვერც კი გაბედა. გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაში სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმყოფება, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამერიკის ელჩი ამას სრულად შემდგარ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდა, გაბედვის შემთხვევაში კი, სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს დღეს ამის რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ელჩის ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად პრობლემის შედეგია და არა მიზეზი. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ საკუთარ თავს ყველა უბედურება დააწია, რაც კი შესაძლებელი იყო. ამას წინ უძღოდა 70-წლიანი საბჭოთა ავტორიტარული მმართველობა, რომლის ფონზეც სახელმწიფოებრიობას ჩვენი ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი და გამოუცდელი შეხვდა. სწორედ ამ გამოუცდელობის შედეგად, 90-იან წლებში საქართველომ გამოიარა სამი ომი, ეკონომიკის ნგრევა და კორუფცია, რამაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს ხელისუფლება კი აგენტურით დაკომპლექტდა. ასე დავკარგეთ 2003 წელს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რომელსაც 2012 წლიდან ნელ-ნელა ვიბრუნებთ. ეს სუვერენიტეტი ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ელჩი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ესოდენ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ელჩის ამგვარი მოქმედება არის პრობლემის – ჯერ კიდევ სუსტი სუვერენიტეტის – შედეგი და არა მისი მიზეზი. ამასთან, ელჩის უხეში ქმედებების მიზანი სწორედ ისაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს. ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ პრინციპები არ უნდა დათმოს და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი სრულად უნდა აღუდგინოს. ასეთ პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ესოდენ უხეშ ჩარევას მომავალში ვეღარავინ გაბედავს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.